ვაზიანის წარმატება ჰონგკონგში გამართულ ღვინის კონკურს HKIWSC 2017-ზე
ვაზიანის მორიგი წარმატება ჰონგკონგში გამართულ ღვინის კონკურს HKIWSC 2017-ზე, რომელიც მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის დამკვიდრების წამყვან პლატფორმას წარმოადგენს და შექმნილია სპეციალურად აზიური ბაზრისთვის. მაყაშვილის მარნის მიერ წარმოდგენილი ქვევრის ღვინოებიდან ოთხმა მოიპოვა აღიარება ხიხვი (2016 წლის მოსავალი) და რქაწითელი (2016 წლის მოსავალი) ვერცხლის, ხოლო საფერავი (2016 წლის მოსავალი) და კაბერნე (2016 წლის მოსავალი) ბრონზეს მფლობელები გახდნენ. კონკურსს უძღვებოდა ლონდონში არსებული IWSC ჯგუფის წევრი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი. ღვინის შემფასელების ჯგუფი კი შედგებოდა ღვინის ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან იაპონია, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგკონგი.