მეღვინეობა ვაზიანის ძირითად მიმართულებას ექსპორტი წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია, სტაბილური პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ხარისხთან პირდაპირ პროპორციულია. ჩვენ, როგორც ქართული კულტურის იდენტობასთან ასოცირებული პროდუქტის მწარმოებლები, აქტიურად ვადევნებთ თვალს საერთაშორისო ღვინის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, ახალ ტენდენციებს და ვცდილობთ დავსახოთ ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ განვითარებას და ქვეყნის მთავარი ბრენდის სათანადოდ წარმოჩინებას. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხამრებლის მოსაზრება, შეფასება და თვით კრიტიკაც კი.
კომპანიის ძირითადი ამოცანა პრემიალურ სეგმენტზე მოპოვებული პოზიციების გამყარება და გაფართოვებაა. ჩვენთვის ღვინის შექმნის ფილოსოფია ძირითადად ემყარება ენდემური და იშვიათი ჯიშების წარმოდგენას და პოპულარიზციას საერთაშორსი ბაზრებზე, რაც მეღვინეობა ვაზიანმა 2017 წელს წარმატებით განახორციელა. იშვიათი ქართული წარმოშობის ყურძნის ჯიშმა და ღვინომ ხიხვი – შექმნილი მაყაშვილის მარნის მიერ პირველად მოიპოვა საერთაშორის აღიარება და გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღრებს, მიიღო რა თასი იაპონიაში Japan Wine Chalange 2017-ზე, როგორც საუკეთესო რეგიონალურმა თეთრმა ღვინომ და ასევე გახდა პლატინის მფლობელი Decanter Asia 2017-ზე.
ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებელის დამსახურებული ნდობის შენარჩუნება და გამართლებაა.