ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება, მას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობასა და ქართულ კულტურაში მის როლზე მეტყველებს.
აღნიშნული მდიდარი კულტურული და ისტორიული გამოცდილების ღირსეული წარმომადგენელია მეღვინეობა ვაზიანი, რომლის საკუთრებაში არსებული მაყაშვილის ღვინის მარანი, კახეთში ჯერ კიდევ XV საუკუნის მე-2 ნახევრიდან, მაყაშვილების სათავადოდან იღებს სათავეს. მარანში შემორჩენილია 120 წლიანი სიძველის ქვევრები, რომლებიც 2012 წელს მეღვინეობა ვაზიანის რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს, მიწის სიღრმეში ნაპოვნი 200-მდე ქვევრიდან მხოლოდ 39 გადაურჩა დაზიანებას. ასწლოვან ქვევრებში ტრადიცული მეთოდის სრული დაცვით დაყენებული ღვინო შეზღუდული რაოდენობით მზადდება. კომპანიის მფლობელები თავადი მაყაშვილების ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდის მემკვიდრეები არიან, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო გამოფენებზე მრავლად მოპოვებული პრესტიჟული მედლებიც ადასტურებს.
ქვევრი არის ტრადიციული ქართული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება დადუღების, დავარგების და შენახვისათვის. მიწაში ჩაფლული ქვევრი, უზუნველყოფს ღვინის დუღილისთვის ოპტიმალურ ტემპერატურას. მასში ბუნებრივად და ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება. ღვინის დუღილის დაწყებამდე აუცილებელია მისი ხშირად მორევა, დღეში 4-5-ჯერ. დუღილის დასრულების შემდეგ ფსკერზე ილექება ყურძნის წიპწები, ჭაჭა და რბილობი. წნევის ზემოქმედების ქვეშ, ღვინის წიპწები იფარება ნალექით, რის შედეგადაც ისინი გამოეყოფა ღვინოს. აღწერილ მეთოდს „კახური“ ეწოდება – აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის მიხედვით, სადაც ის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ეს რეგიონი დღემდე რჩება ქართული მეღვინეობის ცენტრად. ალაზნის ველი მეღვინეობის ყველაზე სახელგანთქმული რაიონია კახეთის რეგიონში. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და საუკეთესო ნიადაგი ქმნის იდეალურ პირობებს ყურძნის მოყვანისათვის.