ვაზიანმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენა ProWine China 2017-ზე მიიღო მონაწილეობა. ProWine China ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. მაყაშვილის ღვინის მარნის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვევრის ღვინოები საფერავი, ხიხვი კაბერნე, ასევე ვაზიანის ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული საფერავი პრემიუმი, ქინძმარაული და მუკუზანი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, წარმოდგენილ იქნა Decanter Asia 2017 წლის გამარჯვებული 30 ღვინო, მათ შორის პლატინის მედლის მფლობელი ხიხვი, როგორც საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლური ევროპული თეთრი ღვინო. გამოფენაზე ჩატარებულ ქართული ღვინის სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-სემინარებზე, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ მაყაშვილის ღვინის მარნის საფერავი და ქისი.