ვაზიანს ერთკვირიანი ტურის ფარგლებში იაპონელი ღვინის იმპორტიორთა ჯგუფი ესტუმრა, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით. იგი იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია და წარმოადგენს ღვინის სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას იაპონიაში. ჯგუფის შემადგენლობაში იყო ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანს ვაზიანის ღვინოების ფართო ასორტიმენტის გაცნობა და შემდგომში მათი იაპონიის ბაზარზე პოპულარიზაცია წარმოადგენდა. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად ასწლოვანი ისტორიის მქონე ქვევრში დამზადებულმა ღვინოებმა მოახდინა. განსაკუთრებული შეფასება მედალოსანმა ღვინოებმა მაყაშვილის ღვინის მარნის საფერავი, ქისი, მწვანე და კაბერნემ მიიღო.