მაყაშვილის მარნის ღვინის კიდევ ერთი წარმატება კაბერნეს სამშობლოში
მაყაშვილის მარნის ღვინის კიდევ ერთი წარმატება კაბერნეს სამშობლოში, საფრანგეთში. ქ. ბორდოში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე - Les CITADELLES DU VIN-ზე, რომელიც ყოველწლიურად ბორდოში Vinexpo-ს ფარგლებში ტარდება მაყაშვილის მარნის ქვევრის ღვინო კაბერნემ (2015 წლის მოსავალი) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო სპეციალური პრიზის შერჩევის დროს ნომინირებული იქნა ტროფიზე. ღვინის კონკურსი „ღვინის ციტადელი“ ორგანიზაცია „VINOFED“ -ის მთავარი საერთაშორისო კონკურსების ასოციაციის წევრია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 12 ძირითად ღვინის კონკურსებს. აღნიშნული კონკურსი გამორჩეულია, რადგან მსოფლიოს ტოპ ღვინის დეგუსტატორი და ღვინის მაგისტრები აფასებენ ღვინოებს, რათა გამოავლინონ საუკეთესო ღვინოები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.