ღვინის ტური

მეღვინეობა ვაზიანი კახეთში, ქ. თელავში – ქვეყნის მეღვინეობის უძველეს რეგიონში, წლის ნებისმიერ დროს კავკასიონის ხედების გარემოცვაში გთავაზობთ ღვინის საინტერესო ტურს, რომლის ფარგლებში შეძლებთ გაეცნოთ საუკუნოვანი ისტორიის მაყაშვილების ღვინის მარანს, დაათვალიეროთ 120 წლიანი სიძველის უნიკალური ქვევრები და რაც მთავარია დააგემოვნოთ თავად მაყაშვილების უნიკალური მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები საფერავი, ქისი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, კაბერნე და ა.შ.

ვაზიანის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის საწარმოში, შესაძლებლობა მოგეცემათ დაესწროთ ღვინის წარმოების პროცესს და დააგემოვნოთ ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

ვაზიანი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურების პაკეტს – უფასო ტურის ფარგლებში შეძლებთ დააგემოვნოთ და შეაფასოთ 4 ტიპის ღვინო: თეთრი, ვარდისფერი და ორი წითელი ღვინო, ასევე გაეცნოთ ქვევრისა და ადგილწარმოშობის ღვინოებს ხელმისაწვდომ ფასად. ტურს უძღვებიან სამენოვანი პროფესიონალი ღვინის ტურიზმის მენეჯერები, რომლებიც გაგაცნობენ როგორც ღვინის ისტორიას და მის მნიშვნელოვან როლს ქართულ კულტურაში, ასევე ღვინის შექმნის სრულ ციკლს მისი პირველადი გადამუშავებიდან, ქვევრში მაცერაცია, დავარგებისა და ბოთლში ჩამოსხმამდე ეტაპებს.

მეღვინეობა ვაზიანი ღიაა სტუმრებისათვის ყოველ დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ჩვენთან თანამედროვეობის და სიძველის ჰარმონიული ნაზავი ქმნის იდეალურ გარემოს თქვენი კომფორტისა და სასიამოვნო განწყობისათვის.

ღვინის ტურის დასაჯავშნად გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე.