მეღვინეობა

მეღვინეობა ვაზიანი, მდებარეობს კახეთში, თელავის ცენტრში. მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა როგორც სტრატეგიული, ლოგისტიკური კუთხით, ასევე ტურიზმის თავლსაზრისითაც საინტერესოა.

საწარმოს რეკონსტრუქციის შემდეგ 2012 წელს მოხდა მისი ხელახალი აღჭურვა. ერთის მხრივ მეღვინეობა წარმოადგენს უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ საწარმოს, ხოლო მეორეს მხრივ, მაყაშვილის მარნის ასწლოვანი ისტორია თავისი ქვევრებით, ჰქმნის თანამედროვეობისა და ტრადიციულ ტექნოლოგიების საინტერესო სინთეზს.

ვაზიანის ღვინის წარმოების ტექნოლოგია ეფუძნება არამხოლოდ კახურ ტრადიციულ მეღვინეობას, არამედ ისტორიულ გამოცდილებასთან ადაპტირებულ თანამედროვე ტენდენციებს. კომპანიის სიმბოლიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი ფარშევანგი, ერთობ საინტერესო ისტორიას უკავშირდება, ლეგენდის თანახმად ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ საქართველოში სტუმრად ყოფნის დროს ფარშევანგის ულამაზესი კუდის გაშლის პროცესი ქართული ღვინის გემოს შეადარა. „იხსნება ისევე ნელა და ნაზად, გრძნობ თავბრუდამხვევ სიამოვნებას, რომელსაც გინდა დიდხანს შეიგრძნობდე“.

ქართული ტრადიციული მეღვინეობა რთული წარმოსადგენია ქვევრის გარეშე. უძველესი, ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდი, რომელიც 8000 წელს ითვლის ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული საგანძური და მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათია. კომპანიას აქვს საკუთარი, ღვინის მარანი, რომლის ისტორია, ჯერ კიდევ XV საუკუნის მე-2 ნახევრიდან მაყაშვილების სათავადოდან იღებს სათავეს. ვაზიანი თავადი მაყაშვილების ქვევრის ღვინის დაყენების განსაკუთრებული ტექნოლოგიის მემკვიდრე და მიმდევარია.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ქართული ღვინის 24 სახეობაზე მეტს, მათ შორის ქვევრის ხაზში შედის ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორებიცაა საფერავი, ქისი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, კაბერნე და ა.შ. გარდა ამისა კომპანიას აქვს ღვინის საკუთარი ნიშანი: „მაყაშვილის ღვინის მარანი“,  „ვაზიანი“, „საოჯახო“, და „ქართული ტრადიციული“.

ვაზიანი სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ღვინოები დაჯილდოვდა საერთაშორისო დონის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებით.