ღვინის საერთაშორისო გამოფენაში MEGAVINO 2017

ქართული ღვინო ისევე, როგორც ვაზიანი პირველად წარსდგა ღვინის საერთაშორისო გამოფენაში MEGAVINO 2017’’, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო მაყაშვილის მარნის ქვევრის ხიხვი, საფერავი, ქისი, კაბერნე სოვინიონი, რქაწითელი ასევე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული მუკუზანი, წინანდალი, საფერავი და ქინძმარაული. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. აღნიშნულ მასტერკლასზე წარგდენილი იყო მაყაშვილი მარნის ქვევრის მედალოსანი ხიხვი და რქაწითელი. მეგავინო“ ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ, ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში.