ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

მსოფლიო მაშტაბით სულ უფრო მზარდია ინტერესი ქართული ქვევრის ღვინის მიმართ, მას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობასა და ქართულ კულტურაში მის როლზე მეტყველებს. აღნიშნული მდიდარი კულტურული და ისტორიული გამოცდილების ღირსეული წარმომადგენელია ვაზიანი. მაყაშვილების ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურმა მეთოდმა მსოფლიო ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული პრესტიჟული მედლები ადასტურებს. ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში პირველი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, მაყაშვილის ღვინის მარნის მიერ წარმოდგენილმა ქვევრის ღვინოებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა კაბერნე (2016 წლის მოსავალი) დაჯილდოვდა ოქროს მედლით, ხოლო ხიხვი (2016 წლის მოსავალი) ვერცხლის მედალოსანი გახდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კაბერნემ ოქროს მედალი აიღო მის სამშობლო, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსზე Les Citaddeles de Vin 2017-ზე. მაყაშვილის მარნის ღვინოების დაგემოვნების შემდეგ, თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ, ჩვენ ვქმნით!