გავლენიან ღვინის კონკურსზე The Decanter World Wine Awards

მსოფლიოს მასშტაბურ და გავლენიან ღვინის კონკურსზე The Decanter World Wine Awards (DWWA) 2017, საქართველოდან ოთხმა ღვინომ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო, მათ შორის არის მაყაშვილის მარნის 2015 წლის მწვანე, რომელმაც შესაბამის კატეგორიაში 95 ქულით ოქროს მედალი მიიღო. აღნიშნული კონკურსი მისი წამყვანი ღვინის ექსპერტების ობიექტური შეფასებით, სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით საერთაშორისო დონეზე.