ქართული ღვინის საღამო პოლონეთში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პოლონელმა სომელიე მარიუშ კაპჩინსკიმ და სააგენტო ”Poznaj smaki Gruzji" ერთობლივად გამართეს პოლონეთში იმპორტირებული ქართული ღვინის საღამო. საღამოს ესწრებოდნენ ღვინის ექსპერტები, ღვინის მაღაზიების, რესტორნის მფლობელები და ბლოგერები. აღნიშნულ საღამოზე ვაზიანიც იქნა წარმოდგენილი, მაყაშვილის ღვინის მარნის ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.