კომპანიის ისტორია
ვაზიანი დაფუძნდა 1982 წელს, რომლის რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა. მოდერნიზებული ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რეზერვუარებით. ეს არის უნიკალური საწარმო მთლიანად წარმოების დახურული ციკლით, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან, საბოლოო პროდუქტამდე, რომელიც სრულად შეესაბამება ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანიის მენეჯმენტი
კომპანიის გუნდში არსებული შესანიშნავად გამართული კომუნიკაცია, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან ჩვენი საქმიანობის აუცილებელი ატრიბუტია.
მისია და სტრატეგია
მეღვინეობა ვაზიანის ძირითად მიმართულებას ექსპორტი წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია, სტაბილური პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ხარისხთან პირდაპირ პროპორციულია. ჩვენ, როგორც ქართული კულტურის იდენტობასთან ასოცირებული პროდუქტის მწარმოებლები, აქტიურად ვადევნებთ თვალს საერთაშორისო ღვინის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, ახალ ტენდენციებს და ვცდილობთ დავსახოთ ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის შემდგომ განვითარებას და ქვეყნის მთავარი ბრენდის სათანადოდ წარმოჩინებას. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხამრებლის მოსაზრება, შეფასება და თვით კრიტიკაც კი.
ღვინის ისტორია
ქართული ღვინის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს, რომელიც 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება, მას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობასა და ქართულ კულტურაში მის როლზე მეტყველებს.
მაყაშვილის ღვინის მარანი
ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება, მას 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობასა და ქართულ კულტურაში მის როლზე მეტყველებს.
წარმოება
მეღვინეობა ვაზიანის საწარმო, ქალაქ თელავში 100 წლიანი ისტორიის მქონე საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. თანამედროვე ტიპის ქარხანა თელავში, კახეთში - ქვეყნის მეღვინეობის უძველეს რეგიონში, სადაც განსხვავებული ჰავა და ნოყიერი ნიადაგი ანიჭებს იქ მოყვანილ ყურძენს იმ განსაკუთრებულ არომატსა და გემოს, რომლითაც ცნობილია ქართული ღვინო. 2012 წელს რეორგანიზების პერიოდში ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონის რეზერვუარებით. ეს არის უნიკალური საწარმო მთლიანად წარმოების დახურული ციკლით, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან, საბოლოო პროდუქტამდე, რომელიც სრულად შეესაბამება ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
მეღვინეობა
მეღვინეობა ვაზიანი, მდებარეობს კახეთში, თელავის ცენტრში. მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა როგორც სტრატეგიული, ლოგისტიკური კუთხით, ასევე ტურიზმის თავლსაზრისითაც საინტერესოა.
ჯილდოები
ექსპორტი
ქართული ქვევრის ღვინის ცნობადობის ზრდამ გლობალურ დონეზე, რასაც ხელი შეუწყო უახლესი მეცნიერული კველვით დადასტურებულმა საქართველოს მეღვინეობის სამშობლოდ აღიარების ფაქტმა და ასევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში მიღწეულმა წარმატებებმა, განსაკუთრებით მაყაშვილების უნიკალური მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოების, 2017 წელს ხელი შეუწყო ვაზიანის ღვინის ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა მსოფლიო ბაზარზე.