ცნობილი იაპონური გამოცემა WANDS

ცნობილმა იაპონურმა გამოცემამ WANDS – The International Wines & Spirits Magazine for The Trade in Japan ღვინის მაგისტრ კენიჩი ოჰაშთან ერთად ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართული ღვინის თემატიკას და მის როლს იაპონურ ბაზარზე უახლოესი წლების განმავლობაში. სტატიაში მოხსენიებულია ვაზიანის, კონკრეტულად კი მაყაშვილის ღვინის მარნის ღვინოების წარმატება Japan Wine Challenge 2017 (JWC)-ზე და ასევე ამ ღვინოების იაპონიაში პრემიუმ სეგმენტზე გასვლა. ვაზიანის პარტნიორიორია ერთ ერთი მსხვილი ღვინის იმპორტიორი იაპონური კომპანია MOTTOX, რომელმაც მაყაშვილის მარნის ღვინოების წარდგენა იაპონურ ბაზარზე შემოდგომიდან დაიწყო. სტატიაში ხაზგასმულია, როგორც მაყაშვილის ღვინოების პროდუქციის ხარისხი, ასევე იაპონური ბაზრისათვის შეფუთვის გამორჩეული დიზაინი.

იხილეთ მეტი