მეღვინეობა ვაზიანის მსხვილი აგრო საინვესტიციო პროექტი

მეღვინეობა ვაზიანის მსხვილი აგრო საინვესტიციო პროექტი. კომპანიამ „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. კომპანია წელს საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავს, ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499824-saqarthvelos-bankis-finansuri-mkhardatcerith-meghvineoba-vazianma-sofel-eniselsa-da-gremshi-venakhebi-sheidzina.html?ar=A