ისტორიები

ბრენდი

მეღვინეობა ვაზიანი
კომპანია ვაზიანი დაფუძნდა 1982 წელს, რომლის რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა. ეს არის უნიკალური საწარმო მთლიანად წარმოების დახურული ციკლით, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან, საბოლოო პროდუქტამდე, რომელიც სრულად შეესაბამება ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
მაყაშვილის ღვინის მარანი
ვაზიანის მფლობელები თავადი მაყაშვილების ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდის მემკვიდრეები არიან, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ასწლოვან ქვევრებში ტრადიცული მეთოდის სრული დაცვით დაყენებული ღვინო შეზღუდული რაოდენობით მზადდება, რომელმაც არა ერთი მსოფილიო აღიარება მოიპოვა.

თაიმლაინი

მეღვინეობა ვაზიანი

 

ვაზიანის ისტორია 1982 წლიდან იწყება. ქარხანა XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ თელავის N 1ქარხნის ბაზაზე დაარსდა და არის ქართული ღვინის წარმოების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.

პოსტსაბჭოურ პერიოდში მეღვინეობის დარგში შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა ახალი კომპანიის შექმნა, რომელსაც სუვენირულ ნაკეთობათა კომბინატი დაერქვა, რომლის მიზანი იყო 70-იანი წლებიდან ტრადიციად ქცეული უხარისხო ღვინოების ფონზე, სუვენირულ ბოთლებში ჩამოესხა უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ქართული ბრენდები, რაც ხელს შეუწყობდა შეენარჩუნებინათ ცნობილი ბრენდების იმიჯი. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს ვაზიანი ამ ისტორიით ამაყობს.

მაყაშვილის ღვინის მარანი  

საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ჩაეყარა საფუძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებულ ქვევრის ღვინოებს.

მაყაშვილების მარნის ქვევრის ღვინოების წარმოება უკავშირდება თავადი მაყაშვილების საგვარეულოს.

მეფის კარის თავადების, მაყაშვილის მამულში, მოწეული ღვინოებისგან მზადდებოდა საუკეთესო ქვევრის ღვინოები და კახეთში ჩასულ საპატიო სტუმრებს ამ ღვინოებით უმასპინძლდებოდნენ.

დღეს ამ საგვარეულოს შთამომავლების მიერ შექმნილ კომპანიაში მზადდება ქვევრის ღვინოები, რომელიც აკმაყოფილებს ექსპერტთა უმკაცრეს და ღვინის მოყვარულთა დახვეწილ გემოვნებას, რამაც ამ ღვინოებს უამრავ საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებზე უმაღლესი შეფასება მოუტანა.

მაყაშვილის მარნის ქვევრები

ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი 8000 წელს ითვლის და დღემდე გამოიყენება, აღნიშნული მდიდარი კულტურული და ისტორიული გამოცდილების ღირსეული წარმომადგენელია მეღვინეობა ვაზიანი. რომლის საკუთრებაში არსებული მაყაშვილის ღვინის მარანი, კახეთში ჯერ კიდევ XV საუკუნის მე-2 ნახევრიდან, მაყაშვილების სათავადოდან იღებს სათავეს. მარანში შემორჩენილია 120 წლიანი სიძველის ქვევრები, რომლებიც 2012   წელს მეღვინეობა ვაზიანის რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს, მიწის სიღრმეში ნაპოვნი 200-მდე ქვევრიდან მხოლოდ 39 გადაურჩა დაზიანებას. ასწლოვან ქვევრებში ტრადიცული მეთოდის სრული დაცვით დაყენებული ღვინო შეზღუდული რაოდენობით მზადდება, რომელმაც არა ერთი მსოფილიო აღიარება მოიპოვა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ დაადასტურა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურების, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა სამეცნიერო ჟურნალმა – (PNAS) გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ აყენებდნენ. კვლევის ავტორები ქართველებთან ერთად აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, დანიისა და ისრაელის მეცნიერები არიან.

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა. საქართველო იყო პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

ექსპორტი

მეტის ნახვა